არჩილ თალაკვაძე მედიას: თქვენ გინახავთ ამ ქვეყანაში თვალახვეული დიპლომატები? ეს არის შეურაცხმყოფელი შეფასება

“ვთხოვ ჩვენს კოლეგებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩართულნი არიან ამ პროცესში, ნუ აჩქარდებიან, ნუ გააკეთებენ წინასწარ შეფასებებს”.

 

ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპონენტების განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დიპლომატებისთვის თვალის ახვევას ემსახურება, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს შეურაცხმყოფელი შეფასებაა.

„თქვენ გინახავთ ამ ქვეყანაში თვალახვეული დიპლომატები? მე არ მახსენდება ასეთი. შესაბამისად, ეს არის შეურაცხმყოფელი შეფასება. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ დიპლომატებს თვალს უხვევს ვინმე, ეს ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. მე ვთხოვ ჩვენს კოლეგებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩართულნი არიან ამ პროცესში, ნუ აჩქარდებიან, ნუ გააკეთებენ წინასწარ შეფასებებს. ისე არ აღმოჩნდეს, რომ ბოლოს, როდესაც უკვე ეს ცვლილებები დასრულდება, ჩვენ მივიღოთ პოზიტიური შედეგი და შემდეგ მათ შეექმნათ უხერხულობა, რომ თავიანთი შეფასებები გააკეთონ ამასთან დაკავშირებით. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას, რეალურად რას ეხება ეს საქმე“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად