არჩილ თალაკვაძე: მამუკა ხაზარაძის გულწრფელობას საზოგადოება მალე დაინახავს

მამუკა ხაზარაძის გულწრფელობას საზოგადოება მალე დაინახავს, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე “დღის კურიერის” წამყვანების კითხვას იმაზე, ესაუბრება თუ არა “ქართული ოცნება” “ლელოს” ფასილიტატორი ელჩების გარეშეც.

“არ ვიცი მამუკა ხაზარაძე რამდენად გულწრფელია, ამას საზოგადოება მალე დაინახავს. ბატონი ხაზარაძე იმასაც ამბობდა, რომ დასავლეთთან იმდენად მაღალი დონის კონტაქტები აქვთ, რომ ისინი დაარწმუნებდნენ დასავლეთს, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო და ხელისუფლება არ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნასო. დღეს უკვე, ამ განცხადების მერე, თქვენ ნახეთ, რომ აშშ-ს მთავრობამ მიულოცა პრემიერ-მინისტრობა ბატონ გიორგი გახარიას, მიულოცეს დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკურმა ლიდერებმა, ასევე, დასავლეთის დემოკრატიების პარლამენტების თავმჯდომარეებმა ჩვენც, პარლამენტსაც მოგვილოცეს. ეს არის დასავლეთის დამოკიდებულება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები ეტყოდნენ ოპოზიციას, შედით პარლამენტში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს პარლამენტი და არჩევნები არალეგიტიმურია?! გონივრული კომპრომისი არის ის, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გადამოწმების საშუალება მოლაპარაკების მაგიდაზე დევს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად