არჩილ თალაკვაძე: მამუკა ბახტაძე სავარაუდოდ, არ იქნება “ქართული ოცნების” სიაში

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გეგმავს მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სიით.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, მერამდენე იქნება საარჩევნო სიაში..

დასმულ შეკითხვაზე  თუ ვინ იქნება მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ  “გადაწყვეტილებას მიიღებს მეათე მოწვევის პარლამენტი, წინასწარ ამის თქმა უხერხულია“.

ამასთან,  ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძე არის გუნდის წევრი, ამიტომაც ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას.

„რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ მამუკა ბახტაძის შესახებ საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვას მარნეულის ყოფილი მერის, ​თემურ აბაზოვის “ქართული ოცნების”  სიაში ჩასმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიაზე.

„მოკლედ გიპასუხებთ, ეს იყო უსაფუძვლო სპეკულაცია. ინფორმაცია, რომელიც მედიაში გავრცელდა და იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად