არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი მიიღო.

არჩილ თალაკვაძემ მინისტრს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ლიეტუვასთან კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები, ასევე, მიმდინარე საარჩევნო რეფორმა და ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინირებული მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...