არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე მუშაობს, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი

ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას იქნება შესასრულებელი, როგორც საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, ასევე არჩევნების დღეს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლება წესების ისეთ პაკეტს შეიმუშავებს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, მაგრამ კამპანიასა და არჩევნების დღეს ბევრად უფრო დაცულს გახდის.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ახდენს გარკვეულწილად გავლენას საარჩევნო პროცესზე, ამიტომ ხელისუფლება, უკვე მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი, იქნება სავალდებულო და იქნება რეკომენდირებული. ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე შეეხება არჩევნების დღეს და ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქნება წინასწარ ცნობილი ოპოზიციისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ამავე დროს, კამპანიასა და არჩვენების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციებიც და ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად