საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას, კამალა ჰარისს კი ვიცე-პრეზიდენტობას ულოცავს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამის შესახებ twitter-ში წერს.
„ვულოცავ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს ინაუგურაციას. ამერიკისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ მოუთმელად ველით გავაგრძელოთ ძლიერი პარტნიორობა თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან“, – წერს არჩილ თალაკვაძე.