არჩილ თალაკვაძე: IRI-ის კვლევა არ ასახავს რეალობას – “ოცნებას” აქვს 56% და კიდევ უფრო მაღალი ნდობა

საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები არ ასახავს “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“რაც შეეხება ამ კონკრეტულ კვლევას, ჩატარებულია ალოკაციის გარეშე და შედეგები არ ასახავს სრულფასოვან სურათს, შესაბამისად ეს არ ნიშნავს, ეს პროცენტი გამოხატავს რეალურად ჩვენ მხარდამჭერთა რაოდენობას.
საზოგადოებრივი აზრით ვინტერესდებით არა მხოლოდ ჩვენ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები, არამედ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები. არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა, სადაც ჩანს რომ “ქართულ ოცნებას” აქვს 56% და კიდევ უფრო მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის შუაში. ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და ვენდობით ჩვენ მოქალაქეებს და კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოველით რომ ეს მხარდაჭერა გაიზრდება. უკვე არსებული მხარდაჭერა, არის საკმარისი იმისთვის, რომ მიიღოს უმრავლესობა და ჩამოაყალიბოს მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით  “ქართული ოცნება” – 36%, “ნაციონალური მოძრაობა”-15% 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად