არჩილ თალაკვაძე: ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები არის სპეკულაცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, მედია საქმიანობს დამოუკიდებლად, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის გარეშე და კრიტიკულად.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები არის სპეკულაცია.

“ეს არის სპეკულაცია ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან. სიმართლე არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან დღემდე, მედია საქმიანობს დამოუკიდებლად, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის გარეშე.

მათ შორის საქმიანობს კრიტიკულად და ყველა ჟურნალისტს აქვს თავისი დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობის შესაძლებლობა.

თუ ასეთი ჩარევები ხდებოდა დღემდე, ასეთი ჩარევები ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, სადაც იყო მცდელობა, რომ მათ ჰქონოდათ თავისი პარტიული ტელევიზია და ჟურნალისტები პირდაპირი პოლიტიკური გავლენის ქვეშ ყოფილიყვნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...