არჩილ თალაკვაძე: გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა მოსამართლედ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, დიდი აღიარებაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სახელით ულოცავს გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მოსამართლედ არჩევას.

“გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა მოსამართლედ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, დიდი აღიარებაა.

გვეამაყება, რომ ასეთი პროფესიონალი, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურს და სახელისუფლებო გუნდს საუკეთესოდ წარმოადგენს და წარმატებით ემსახურება თავის ქვეყანას.

საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ გოჩა ლორთქიფანიძეს და წარმატებებს ვუსურვებ!”-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ:საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

რომის სტატუსი წევრი სახელმწიფოების ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე აირჩია.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებიდან, უფლებამოსილება გასული ჩეხი მოსამართლის ნაცვლად აირჩიეს. მან ასარჩევად საჭირო ხმების ორ მესამედზე (74) მეტი, 76 ხმა მიიღო.

ასაბლეაზე ასარჩევი ექვსი მოსამართლის ადგილზე წარდგენილი 18 კანდიდატიდან ხმების ორ მესამედზე მეტი მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიიღო – გოჩა ლორთქიფანიძემ და ინგლისელმა ჯოანა კორნერმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამარლოს წესდების თანახმად, გოჩა ლორთქიფანიძე ერთდროულად ვერ იქნება საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე. თუ რომელ თანამდებობას აირჩევს იგი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

რომის სტატუსის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში 123 ქვეყანაა. მათ შორის, 33 აფრიკიდან, 19 აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან, 18 აღმოსავლეთ ევროპიდან, 28 ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან, 25 დასავლეთ ევროპის და სხვა ქვეყნებიდან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად