არჩილ თალაკვაძე გმირულად დაღუპულ ჯარისკაცთა მშობლებს შეხვდა

8 აგვისტოს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ‘’ქართული ოცნებიდან’’ არჩილ თალაკვაძე ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის თამაზ ნიკიტინისა და საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ოჯახებს ესტუმრა.

არჩილ თალაკვაძე გმირულად დაღუპულთა დედებს, ციური წერეთელსა და ნელი მჭედლიძეს ესაუბრა და შვილების გმირობის ისტორია მათგანაც მოისმინა.

თამაზ ნიკიტინი და ზაზა დამენია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას სხვადასხვა წლებში გმირულად შეეწირნენ.

დეპუტატობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ღრმა პატივისცემა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველთვის საამაყო იქნება ღვაწლი და თავდადება, რომელიც მათ შვილებს სამშობლოს წინაშე მიუძღვით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...