არჩილ თალაკვაძე: გერმანიის ელჩზე შეტევა არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გერმანიის ელჩზე შეტევას ოპოზიციის მხრიდან დაშვებულ უხეშ შეცდომად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია.

“ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 6 წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს – გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა. მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და გვაქვს სამოქმედო გეგმა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია!” – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, “მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი” – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი  საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის გუშინდელ  განცხადებას, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. შალვა ნათელაშვილი: გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად