არჩილ თალაკვაძე: ჩვენთვის გაუგებარი იყო, როგორ მოხდა, რომ კახა ოქრიაშვილმა გადაწყვიტა “ენმ”-თან ერთად წარმოდეგინა თავისი კამპანია

პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა, რომ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა კახა ოქრიაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა,  “ქართულმა ოცნებამ” როდის შეიცვალა წარმოდგენა კახა ოქრიაშვილზე, რომელსაც ირაკლი კობახიძემ  “პროფესიონალი პროვოკატორი” უწოდა.

“როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოვერიდები მწვავე შეფასებების გაკეთებას მის მიმართ, თუმცა,  რა თქმა უნდა, ჩვენთვის გაუგებარი იყო, როგორ მოხდა, რომ კახა ოქრიაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება “ნაციონალურ მოაძრაობასთან” ერთად წარმოდეგინა თავისი კამპანია და გაწევრიანებულიო იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელსაც მიუძღვის ძალიან მძიმე სისიტემური დანაშაულებები ჩვენი ქვეყნის წინაშე.  ბრალი მიუძღვის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებაში და რომელმაც რეალურად ძალიან დიდი დატყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას და საერთაშორისო რეპუტაციას.  ვფიქრობ, ეს იყო მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას სათანადო პასუხი გაეცემა უკვე არჩევნაბში. მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი კანდიდატის, გოგი მეშველიანის მიმართ. ის არის წესიერი, პრინციპული ადამიანი, აქვს საჯარო სექტორსა და პარლამენტში მუშაობის გამოცდილება, აქვს მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიან ბრძოლაში გაიმარჯვებს”,  – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დამნისის და წალკის მაჟორიტარულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარგენილმა კახა ოქრიაშვილმა, რომელიც მანამდე “ქართული ოცნების” წვერი იყო, ტვ “პირველის ეთერში განაცხადა:

“ყოველთვის პარტიები მოდიოდნენ ჩემთან და მე პარტიებთან არ მივდიოდი, იმის გამო, რომ ყოველთვის მაღალი რეიტინგი მქონდა და გარანტირებულად ვიმარჯვებდი იმ მუნიციპალიტეტებში, საიდანაც ვიყრიდი კენჭს. პარტიული არასდროს ვყოფილვარ და ბოდიში სლენგისთვის, სუ “მეკიდა” ყოველთვის ყველა პარტია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად