თალაკვაძე გარეჯის საქმეზე: შესაძლოა, საქმე გვაქვს მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, დავით გარეჯის საკითხის გარშემო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი არხებიდან იმართებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის პოლიტიკური დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი, ოპონენტებს სურდათ ჩვენი ხელისუფლება დაედანაშაულებინათ იმაში, რაც თავად გააფუჭეს და დააზიანეს.

„დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ის მთელ საზოგადოებას აერთიანებს. ამიტომ, ჩვენ საფუძვლიანად გვაინტერესებს, რატომ არ მოხდა მოლაპარაკების პროცესში ყველა დოკუმენტის და რუკების გამოყენება, რომელიც საქართველოს უფრო სამართლიან პირობებში აყენებდა?

დავით გარეჯის საკითხის გარშემო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი არხებიდან იმართებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის პოლიტიკური დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი, ჩვენს ოპონენტებს სურდათ ჩვენი ხელისუფლება დაედანაშაულებინათ იმაში, რაც თავად გააფუჭეს და დააზიანეს.

მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა საერთოდ გაუგონარი განცხადება, სადაც დავით გარეჯთან დაკავშირებით, წინსწრებით მისცა ჩვენება საზოგადოებას. შედეგად, კითხვები დღეს მეტია, რომ შესაძლოა საქმე გვაქვს არამხოლოდ ორი ადამიანის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებთან, არამედ მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. აქ დავეთანხმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უნდა გაირკვეს, ხომ არ გვაქვს საქმე ეროვნული ინტერესების ღალატთან. დავით გარეჯი არის ზეპარტიული თემა, ჩვენ ამას პარტიული ინტერესების ჭრილში არ განვიხილავთ.“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად