არჩილ თალაკვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა და ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში პარლამენტის ძირითადი გეგმები განიხილა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ესწრებოდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს

შეხვედრაზე ასევე, განხილული იქნა საქართველოში UNICEF-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტსა და ფონდს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები განისაზღვრა.

მხარეებმა  ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებსა და რეფორმებზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ბავშვთა ფონდის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად