არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩევლებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩევლებს შეხვდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით განიხილება.

პარლამენტი მუშაობს პარტიების დაფინანსების სისტემის, მედიაში დროის განაწილების, კამპანიის ჩატარების წესების, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების რეფორმაზე საარჩევნო კანონმდებლობაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად