არჩილ თალაკვაძე დავით კაკულიას: თუ გინდათ, რომ თქვენი პასუხი გავიმეორო, მითხარით და ერთ თხოვნას შეგისრულებთ

თუ გინდათ, რომ თქვენი პასუხი გავიმეორო, მითხარით და ერთ თხოვნას შეგისრულებთ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ “დღის კურიერის” წამყვანს დავით კაკულიას, რომელმაც მას საუბარი შაწყვეტინა და დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა.

“კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის უმრავლესობის მოთხოვნა, ეს არის კანონის მოთხოვნა და სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ვერცერთი პოლიტიკური გუნდი ვერ იმსჯელებდა ამაზე. რასაც ითხოვს კანონი და სასამართლომ რაც გადაწყვიტა, ეს უნდა აღსრულდეს თუ არა, ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. ამაზე კითხვის ნიშნები არც გიორგი გახარიას არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა. გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ინსტიტუტები.

რაც შეეხება დისკუსია, ბატონმა გიორგიმ ამომწურავად განმარტა და როდესაც გადაწყვეტილება გაახმოვანა იქ თქვა, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა აღსრულების შედეგებთან თუ დროსთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი, ვინაიდან ოპოზიცია და  თვითონ ნიკა მელია პირდაპირ იმუქრებოდა…” – თქვა თალაკვაძემ.

მას საუბარი გადაცემის წამყვანმა დავით კაკულიამ შეაწყვეტინა და ჰკითხა: “ამ თემაზე “ქართული ოცნება” ფიქრობდა, როგორ უნდა ყოფილიყო აღსრულება? ხომ ნიშნავს ეს ამას და ეს თქვენმა გუნდის წევრებმა თქვეს.

ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე ასე პასუხობს:

“თუ მაცდით, ჩემ პასუხს გეტყვით და თუ გინდათ, რომ თქვენი პასუხი გავიმეორო, მითხარით და ერთ თხოვნას შეგისრულებთ.

“ქართული ოცნება” ყოველთვის ფიქრობდა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შედეგებზე. მათ შორის ამ შემთხვევაშიც დისკუსია იყო გუნდში და შეიძლება კიდევ იყოს დისკუსია თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს იმ პროვოკაციას, რაც ნიკა მელიამ გამოიყენა. მან სახელმწიფოს უთხრა, რომ ყველა მოქალაქეზე მაღლა დგას”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...