არჩილ თალაკვაძე და თამარ ჩუგოშვილი აშშ-ს კონგრესის თანამშრომლების დელეგაციას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდნენ. ინფორმაციას საქართევლოს პარლამენტი ავრცელებს

შეხვედრაზე საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს და საქართველოს პარლამენტსა და აშშ კონგრესს შორის თანამშრომლობას შეეხო.

არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები და საკანონმდებლო სიახლეები გააცნო. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების, ასევე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული საკითხების მიმართ დაინტერესება გამოხატა. სტუმრები დაინტერესდნენ ქვეყნაში გატარებული საკონსტიტუციო, საარჩევნო, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმებით.

როგორც კონგრესის თანამშრომლებმა განაცხადეს, ვიზიტის მიზანია ქვეყნის უკეთ გაცნობა, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის საქართველოსა და ამერიკის კონგრესს შორის ურთიერთობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად