არჩილ თალაკვაძე: ჩემი რჩევა იქნება ოპოზიციამ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა, ხალხის სამსახურს და პარლამენტს დაუბრუნდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახლა ქვეყანას გაძლიერება სჭირდება და არა დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. ის ოპოზიციას ურჩევს, რომ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოსვლა და პარლამენტში შევიდეს.

“ჩემი რჩევა იქნება ოპოზიციამ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და ხალხის სამსახურს და პარლამენტს დაუბრუნდეს. ერთადერთი გამოსავალი არის შეთანხმება სამართლიან პირობებზე და პოლიტიკური პროცესის გაგრძელება პარლამენტში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკება “ქართულ ოცნებას” არ შეუწყვეტია და სრული მზადყოფნა აქვთ, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები შედგეს. მისი თქმით, შეთანხმება და მოლაპარაკება მხოლოდ სამართლიან პირობებზეა შესაძლებელი.

„მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვეტია აქამდე, ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და ამ სამი თვის განმავლობაში ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო. ამიტომ მოლაპარაკება და შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე.

მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...