არჩილ თალაკვაძე ბოკერიას: კორექტულად, ბატონო გიგა, პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი

ასე გამოეხმურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას რეპლიკას მიხეილ ყაველაშვილის მისამართით , რამაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ხმაური გამოიწვია.

„კორექტულად, ბატონო გიგა. პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი. ვფიქრობ, რეალურად დავინახეთ, ამ დარბაზში ოპონირების სურვილი ვის აქვს, ვინ არის მზად, რომ ოპონენტებს მოუსმინოს, იკამათოს. საზოგადოება ამ ყველაფერს შეაფასებს 2020 წლის არჩევნებში. ჩემთვის ასევე, გასაკვირია, როგორ მოდის თანხმობაში ის, რომ საზოგადოებას სწორედ ეს პოლიტიკური პარტიები არწმუნებენ, რომ უნდა იყვნენ მომდევნო პარლამენტშიც, მაგრამ მაშინ, როდესაც პარლამენტში უნდა იმყოფებოდნენ, დარბაზი არის ცარიელი. არა მხოლოდ პლენარულ სხდომას, არამედ ბიუროს სხდომებსაც კი არ ესწრებიან. ესეც ერთგვარი გაორებაა, რაც ამ ძველ ოპოზიციას სამწუხაროდ, სჭირს. ანუ ისინი საზოგადოებას სთხოვენ იმას, რაზეც უკვე უარი აქვთ ნათქვამი. დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა, ოპონირება და უბრალოდ არ შეუძლიათ, განსხვავებული არგუმენტების მოსმენა. ეს სამწუხაროა. იმედი მაქვს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საზოგადოებასთან ერთად ამ პრობლემასაც გამოვასწორებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოსმენა მიმდინარეობს, რომელიც ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად