არჩილ თალაკვაძე:  ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ისევე როგორც ევროპაში სხვა მმართველი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები

„ბოლო რამდენიმე თვემ კიდევ ერთხელ დაანახა ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიული მმართველობის სისტემა. ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისევე როგორც ევროპაში სხვა მმართველი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები. ასე რომ, აქ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია და განსაკუთრებით ძველი ოპოზიცია, ცდილობს მუდმივ სპეკულირებას, წარსულში ამბობდნენ რომ რატომ მონაწილეობს, დღეს ამბობენ, რატომ არ მონაწილეობს, ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა და ამას ჩვენ ვპასუხობთ საქმით”.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, გამოცემა The Hill -ში გამოქვეყნებულ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი და ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად