არჩილ თალაკვაძე “ელექტრონული კომუნიკაციების” კანონში ცვლილებებზე : დილიდან არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, თითქოს კანონპროექტის განხილვა აღარ იგეგმება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკაშირებით, დაპირპისპირების საგანი გახდა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

როგორც პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, დაჩქარებული წესით მიღება იგეგმება და აღმოჩნდა, რომ კანონპროექტის ტექსტი არ არსებობს.

“როგორც ვხვდები, დაჩქარებული წესით მიღებას იმიტომ ითხოვენ, რომ საქმე ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და ახლა თუ არ იქნა მიღებული, მერე მიღებას აზრი არა აქვს და ვერ ესწრება. იმ პირობებში, როდესაც დაჩქარებული წესით შემოიტანეთ “ელექტრონული კომუნიკაციების” კანონში ცვლილებები, რომელზეც ტექსტიც კი არ არსებობს ბოლომდე და არანაირი საჭიროება არ არის, რომ მართლა დაჩქარებულად განიხილოთ, კომიტეტზე კენჭისყრას აპირებდით ისე, რომ წაკითხულიც არ გაქვთ ბოლო დოკუმენტი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს ამ წუთისთვის. ამ პირობებში, საარჩვევნო კოდექსში ცვლილებები, რომ დაჩქარებულად განიხილოთ, მგონი, გასაკვირი არაფერია”, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციონერ კოლეგას უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და განმარტა, რომ ტექსტი არსებობს, სამუშაო შეხვედრები მთელი კვირა მიმდინარეობდა და დღეს კომიტეტზე რომ არ გამოვიდა საკითხი, ეს ტექსტის გამო კი არ მოხდა, არამედ იმის გამო, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები კიდევ გრძელდება სექტორთან. შესაბამისად და ეს საკითხი გამოდის ხვალ.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დილიდან არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, თითქოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილბებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის განხილვა აღარ იგეგმება, ან მისი გაწვევა ხდება პარლამენტიდან.

“პარლამენტი ამას ვერც გაიწვევს, რადგან პარლამენტის მიერ ინიციარებული არ არის. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას ჩვენ სექტროთან შეთანხმებით განვიხილავთ ბოლომდე და კენჭს ვუყრით მიმდინარე კვირაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია  დაჩქარებული წესით ითხოვს კანონპროექტის განხილვას, რომელიც გულისხმობს ბიულეტენების გადათვლის მექანიზმის შექმნას

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად