არჩილ თალაკვაძე ბექა ნაცვლიშვილს: ეს არის მაგიდა, რომლის გარშემოც ყვირილის არავის ეშინია

პარლამენტის ფრაქციის “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, ბექა ნაცვლიშვილის მოთხოვნა, საპარლამენტო კომიტეტებმა დაიწყონ მისი ინიცირებული რეზოლუციის პროექტის “დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი” , დაპირისპირების მიზეზი გახდა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

„ბატონო ბექა, რაზეც თქვენ საუბრობთ, წინასაარჩევნო პერიოდში ალბათ, ასეთი საუბარი არის გამოსადეგი ამომრჩეველთან. რა არ უნდა განმეორდეს, ვინ უნდა მოვიდეს, ვინ არ უნდა მოვიდეს, ეს ძალიან საინტერესო საუბარია, ოღონდ თქვენი შესაძლო ამომრჩევლებისთვის. აქ გთხოვთ კოლეგიალური და საქმიანი გარემო შევინარჩუნოთ. კიდევ მოგცემთ საუბრის საშუალებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზე გაკეთებული განმარტების თანახმად, რეზოლუციის პროექტი “დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი” საქართველოს პარლამენტში 7 სექტმებრს დარეგისტრირდა.

პროექტის ინიციატორები ბექა ნაცვლიშვილთან ერთად, არიან ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს წარსულის შეცდომებისა და მანკიერი პრაქტიკის ანალიზი, რათა გაცნობიერებულ იქნას, თუ რა პრობლემის წინაშე იდგა ქვეყანა და დგას დღესაც.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, 2012 წლის შემდგეგ ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა არა თუ ძირეულად შეეცვალა მმართველობის ფორმა, არამედ შეეთვისებინა მისი წინამორბედის მანკიერი პრაქტიკა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად