არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე სექტორული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და ამ კონტექსტში ყურადღება თავდაცვისა და სამხედრო განათლების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში კავშირების გააქტიურებაზე გაამახვილეს.

არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა არჩილ თალაკვაძეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად