არჩილ თალაკვაძე: ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს საკვანძო ფუნქციას საქართველოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას მადლობა გადაუხადა ავიაკომპანია Georgian Airways-ს. “არ ხდება პირველად, როდესაც საქართველოს ავიახაზები გამოყოფს თვითმფრინავებს და ასრულებს საკვანძო ფუნქციას საქართველოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ის რაც ახლა გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ავიაკომპანიამ, საქართველოს ავიახაზებმა. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, და ეს არ ხდება პირველად, როდესაც საქართველოს ავიახაზები გამოყოფს თვითმფრინავებს და ასრულებს საკვანძო ფუნქციას საქართველოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. მე მინდა მადლობა ვუთხრა ამისათვის მთელს კომპანიას მთლიანად, ხელმძღვანელობას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ რეისების განხორციელებაში” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ბორტზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტიდან კარანტინში გადაიყვანენ.

Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა, რომ იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს Georgian Airways რომში დაგეგმილი ორი სპეციალური რეისით ჩამოიყვანს. საუბარი იმ პირებზეა, რომლებსაც იტალიიდან სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ და რეისების გაუქმების გამო ვერ დაბრუნდნენ. ბოკერიას თქმით, რეისები მათი ყველაზე დიდი ორი თვითმფრინავით განხორციელდება და ჯამში ქვეყანაში საქართველოს 200 მოქალაქეს დააბრუნებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად