არჩილ თალაკვაძე აშშ- ის კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის (HDP) აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ იმსჯელეს. საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს, მიმდინარე რეფორმებსა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად