არჩილ თალაკვაძე: არჩევნების გადადების საკითხი არ განიხილება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გადადების საკითხი არ განიხილება და მოქალაქეების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და დამკვირვებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.

“არჩევნების გადადების საკითხი არც განიხილება. რასაკვირველია, ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ვუზრუნველვყოფთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ხმის მიცემის პროცესში, ისევე როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის და დამკვირვებლების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ 6-7 თვით ადრე გავაკეთეთ. რესურსები იყო ამისთვის მობილიზებული,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად