არჩილ თალაკვაძე: ანა დოლიძე საკმაოდ ძლიერი ოპონენტია ხელისუფლებისთვის

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების დასმულ კითხვას, უსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „სატელიტი ოპოზიცია“?,

თალაკვაძე თქმით, მისთვის კითხვის შინაარსი გასაკვირია.

„რაც შეეხება ანა დოლიძეს, თქვენი კითხვა გამიკვირდა, როცა ის გამოგონილ, ხელოვნურ ძალად მოიხსენიეთ. არ მგონია, ანა დოლიძე ხელოვნური ოპოზიცია იყოს, რადგან ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი ოპონენტია ხელისუფლებისთვის. ეს მისი მუშაობის შედეგად გამოჩნდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე მისი საზოგადოებრივი ცხოვრება აჩვენებს, რომ თუ პარლამენტში შესვლისთვის საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, საკმაოდ ძლიერი ოპონენტი იქნება. ვისთან და ვის შორის შეიძლება, კოალიციური შეთანხმებები შედგეს, ეს დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. 2020 წლის არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ და შემდეგ შეგვეძლება, პოლიტიკური გეგმები გავახმოვანოთ“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ნა დოლიძე სახალხო მოძრაობას ქმნის, რომლის წევრიც ლევან კობერიძე იქნება

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად