არჩილ თალაკვაძე: ამნისტიის კანონი არის შეთანხმების ერთი მთავარი პუნქტი და განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორც იყო ხელმოწერილი

“შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის ამნისტიის კანონი, შესაბამისად ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ამ შეთანხმებას განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორც ის იყო ხელმოწერილი”.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ
მნიშვნელოვანია, ხელმომწერი ოპოზიციაც ასევე პასუხისმგებლობით ჩაერთოს პროცესში და ერთად მოხდეს იმ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში, რომელსაც ხელი მოეწერა.

„ეს შეთანხმება გულისხმობდა პოლარიზაციის შემცირებას. მისი მიზანი იყო, რომ პოლიტიკა დაპირისპირებიდან გადასულიყო საქმიან ეტაპზე, თანამშრომლობის ეტაპზე, რისთვისაც ჩვენ, მთელი ამ წლის განმავლობაში დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ. პრაქტიკულად შეთანხმებაში მოცემული სულისკვეთება ზუსტად მოგვიწოდებს, რომ ჩვენ შევძლოთ ამ დემოკრატიული მიღწევების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, მნიშვნელოვანია, ხელმომწერი ოპოზიცია ჩაერთოს სრულფასოვნად საპარლამენტო პროცესში და შეთანხმების განხორციელებაში. მათაც საკუთარი პასუხისმგებლობა აჩვენონ და მიიღონ მონაწილეობა, სწორედ ამაზეა საუბარი. „ქართული ოცნება“ არის მმართველი ძალა, ჩვენ ძლიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ვაჩვენეთ. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა მიღებული გადაწყვეტილებებით, შესაძლებელი გავხადეთ, რომ ეს შეთანხმება არის ხელმოწერილი და ხელოვნური კრიზისი არის დასრულებული. სწორედ ამიტომ უნდა გავიხედოთ წინ და მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...