არჩილ მალაყმაძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდელ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე დასრულდა ასპარეზობა 73 კგ წონით კატეგორიაში

ქართველმა ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ პირველ მოძრაობაში 144 კგ აიტაცა და მცირე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მეორე მოძრაობაში მალაყმაძემ 167კგ აკრა და მეექვსე ადგილი დაიკავა. ორჭიდის ჯამში 311 კგ-ით არჩილ მალაყმაძე მეოთხე ადგილზე გავიდა.

1. მუჰამედ ფურკან ოზბეკი (თურქეთი)
148(140,144,148) + 181(170,177,181) 321კგ
2. მარინ რობუ (მოლდოვა)
144(144,150*,150*) + 171(168,171,173*) 315კგ
3. ბათუ ხან იუკსელი (თურქეთი)
135(135,141*,141*) + 177(168,172,177) 312კგ
4. არჩილ მალაყმაძე
144(140,144,147*) + 167(163,167,170*) 311კგ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად