არჩილ ხანდამაშვილი: საჭიროა საქმის სწორად მართვა და სოფელში წყლის პრობლემა აღარ იარსებებს

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კარდენახის და ჭანდრის მოსახლეობას საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გელა ზაკალაშვილთან და ალექსანდრე ბასილაშვილთან ერთად შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს. 

სოფელ შაშიანის მოსახლეობას კი კარდაკარის პრინციპით შეხვდნენ. ასევე მერობის კანდიდატმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ მუხულიშილმა მოინახულეს ვეჯინის სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე მოსახლეობისგან პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
 
„საჭიროა საქმის სწორად მართვა და სოფელში წყლის პრობლემა აღარ იარსებებს. ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ, იმისთვის რომ კარგი პროდუქტები მოვიტანოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში,“- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
,,ბავშვობიდან ვიცნობ არჩილს, ვიცი მისი შესაძლებლობები და მჯერა, რომ ის საუკეთესო მერი იქნება“-განაცხადა ჭანდრის მაცხოვრებელმა ლალი სარქისაშვილმა.

,,მე და ბატონი არჩილი თქვენთან ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სწორად მართვას“-განაცხადა კარდენახის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე ბასილაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად