არჩილ ხაბაძე: გვერდში დგომისათვის ყველა მუსლიმს დიდ მადლობას ვუხდი

არჩილ ხაბაძე ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ლოცვაზე აჭარის მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. არჩილ ხაბაძემ ყველა მუსლიმს რამადან ბაირამი მიულოცა,– ამის შესახებ ინფორმაციას აწარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პარატი ავრცელებს.

"მინდა მივულოცო მთელი მსოფლიოს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი და გაჭირვებულისადმი დახმარებას. ამ დღეს ყველა მუსლიმი არის განსაკუთრებულად კეთილი და დადებითად განწყობილი. მინდა მათ ვუსურვო წარმატებები, სიყვარული, სიხარული. მე დღეს აღვნიშნე, რომ დიდი კულტურა და ისტორია გვაქვს თანაცხოვრების, ერთად ყოფნის, ჩვენ ერთად შევქმენით ჩვენი სახელმწიფო, ბევრი წარმატება გავიზიარეთ ერთად. ჩვენი მომავალიც არის ჩვენს ერთად ყოფნაში, ტოლერანტობაში ერთამნეთისადმი და ურთიერთსიყვარულში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისათვის ყველა მუსლიმს, ეს არის სიყვარულის, მიტევების და სიკეთის დღესასწაული“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...