არჩილ ხაბაძე: აქტიურად ჩავერთვები “ქართულ ოცნებასთან” ერთად, წინასაარჩევნო პროცესებში

არჩილ ხაბაძე გადადგა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა, მისი გუნდის წევრებსა და მოსახლეობას. ხაბაძე აღნიშნავს, რომ მისი და მისი მთავრობის მუშაობა, 4 წლის განმავლობაში, წარმატებული იყო.

„პოლიტიკურ გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო მუშაობა“,-განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

"მინდა აღვნიშნო, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, აქტიურად ჩავერთვები „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, წინასაარჩევნო პროცესებში, რათა გაგრძელდეს წინსვლა და განვითარება, რომელიც საქართველოში და აჭარაში, 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო. მინდა მადლობა გადავუხადო, აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის. მადლობა თქვენ, ჟურნალისტებსა და არასამტავრობო ორგანიზაციებს, თანამშრომლობისთვის. მადლობა, ჩემი გუნდის წევრებსა და ყველა საჯარო მოხელეს, დაუღალავი შრომისათვის. წარმატებას ვუსურვებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მომავალ თავმჯდომარეს, ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში“,-განაცხადა ხაბაძემ, რომელმაც ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, მისი შემცვლელი, დღევანდელ ბრიფინგზე, არ დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად