არჩილ ჯაფარიძე: გუბერნატორობიდან გადადგომის გადაწყვეტილება პირადად მივიღე

არჩილ ჯაფარიძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და არ უკავშირდებოდა სტიქიას. ამბობს, რომ დარწმუნდა, სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც გარკვეული დროის უკან მიიღო.

“გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრს მივმართე და ეს გადაწყვეტილება იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. გარკვული დროის უკან მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. რაც შეეხება სტიქიას და მასთან კავშირს, ბუნებრივია მნიშვნელოვანი იყო, როგორ მოხდებოდა სტიქიის პრევენცია. სახელმწიფომ ძალიან დროული პრევენციული ღონისძიებები გაატარა. მნიშვნელოვანი იყო, რომ დროულად მოხდა მართვა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა შტაბი და გადანაწილებული იყო ყველა ფუნქცია. დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ექმუქრებოდა და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად