არჩილ გამზარდია პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აანონსებს

არჩილ გამზარდია პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აანონსებს, – ამის შესახებ გამზარდია Facebook-ში წერს:

“მეგობრებო, მოკლედ, რაც “ქართული ოცნებისგან” რეპრესირებული აღმოვჩნდი, კიდევ უფრო აქტიურად დავუბრუნდი საზოგადოებრივ ცხოვრებას, პოლიტოლოგის და აქტიური მოქალაქის რანგში. დამატებით ვფიქრობ, როგორ შეიძლება შევქმნა ცოტა ატიპური, ერთგვარად დამოუკიდებელი პოლიტიკოსის პლატფორმა, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ცოტა ატიპური და უჩვეულო ფორმაა, თუმცა, მომავალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ალბათ ამ მიმართულებით წავიყვან – პოლიტოლოგის და დამოუკიდებელი პოლიტიკოსის კონტექსტში.

დანარჩენს დრო აჩვენებს. საკუთარ თავზე სამუშაო ძალიან ბევრია – იდეოლოგია, პოლიტიკური პლატფორმა, ფასეულობები, პოზიციები და ა. შ. თანდათანობით ჩამოვყალიბდები და დავზუსტდები. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის”, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად