არჩილ ჩიქოვანმა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

არჩილ ჩიქოვანმა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

მოგეხსენებათ, 19 ოქტომბრიდან ბათუმში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება. შესაბამისად, მუნიციპალურმა სამსახურებმა სრული სიმკაცრით უნდა განახორციელონ კონტროლი ტრასპორტში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით, როგორც მგზავრებთან, ასევე მძღოლებთან მიმართებაში

მოვუწოდებ ყველას, გამოიჩინონ თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო, ამით ჩვენ დავიცავთ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს“, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა მერიაში გამართულ თათბირზე.

არჩილ ჩიქოვანმა, ასევე მიმართა მგზავრგადამყვანი კომპანიებისა და „ავტოტრანსპორტისხელმძღვანელებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ რეგულაციები, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდინონ ტრანსპორტის სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება

კიდევ ერთხელ განვმეორდები, სანამ ტრანსპორტში ამოსული ყველა მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი. წესრიგის დაცვის პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ მძღოლები და რა თქმა უნდა, კონტროლისა და მონიტორინგის მიმართულებით, მუნიციპალური ინსპექცია“,განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

თათბირზე არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ აღდგა, დროულად უნდა განხორციელდეს ოქტომბრის სასურსათო პაკეტების დარიგება და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მერიაში გამართულ თათბირს, მერის მოაგილე, მუნიციპალური ინსპექციისა და ბათუმის „ავტოტრანსპორტისხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად