არჩილ ჩიქოვანი: ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება

გაზრდილი ბიუჯეტის წარდგენისას არჩილ ჩიქოვანმა ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობისა და ურეხის ხანდაზმულთა ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქციის თაობაზე განაცხადა.

ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლი აშენდება. სოციალური სახლის მშენებლობისა და ურეხის ხანდაზმულთა ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-ადაპტაციისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება 628 ათას 200 ლარით გაიზარდა და ჯამში 16 მილიონ 791 ათას 100 ლარს შეადგენს.

კომენტარები
იტვირთება...