არჩილ ჩიქოვანი ბათუმში, ინასარიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ინასარიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ბათუმში ათეულობით ქუჩებია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, არ ჰქონდა გამართული ინფრასტრუქტურა და არ გააჩნდა წყალარინების სისტემა.

აღნიშნულ ქუჩებზე მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულების შემდეგაც მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებს შეძლებს. ამ ეტაპზე სამუშაოები ინასარიძის ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს. დაწყებულია ასფალტის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. დასარულს უახლოვდება ბორდიურებისა და გარე განათების მონტაჟი. უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება. ბიუჯეტის ამ ნაწილში ასევე შედის ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორისა და ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ტბელ აბუსერიძისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად