არჩილ არველაძე: გახარიას გუნდიდან ჩემი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენაზე საუბარი არ ყოფილა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი არჩილ არველაძე იქნება საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას გუნდიდან თბილისის მერობის კანდიდატი.

თუმცა, ფეხბურთელი აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.

“საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. არ მიფიქრია მაგაზე”, – განაცხადა არჩილ არველაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...