არჩევნების წაგების შემთხვევაში შესაძლო არეულობის გამო „ევროპული საქართველოს“ წევრმა პარტია დატოვა

“ევროპული საქართველოს” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაძემ პარტია დატოვა.

გიორგი აბულაძის თქმით, “ევროპულ საქართველოს” 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა წალენჯიხაში.

პარტიის დატოვების მიზეზად კი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მხრიდან არჩევნების წაგების შემთხვევაში შესაძლო არეულობას ასახელებს.

აბულაძის თქმით, არ სურს ამ პროცესის მონაწილე გახდეს, რათა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მიიღო.

მისი თქმით, არც ერთ პარტიასთან არ გეგმავს თანამშრომლობას.

წყარო: რუსთავი2

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად