არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება. ჯგუფში ოპოზიციას და უმრავლესობას თანაბარი წარმომადგენლობა ეყოლება. კვოტების განსაზღვრაზე გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის წევრები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება მათი თავმჯდომარე.

“საგამოძიებო კომისიაში იქნება 4 წევრი, 2 კვოტა იქნება უმრავლესობისთვის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატებისთვის. დღეიდან, სამი დღის ვადაში, როგორც “ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას, აქვს საშუალება, რომ წარმოადგინოს თავისი კანდიდატები. ამ წარმოდგენიდან დღის განმავლობაში, რეგლამენტის შესაბამისად, უნდა მოხდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა და ამ სხდომაზე უნდა აირჩიონ თავმჯდომარე, მდივანი და დამტკიცდეს დებულება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომისიის მუშაობაში “მოქალაქეები” და სხვა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ.
კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან “ევროპელი სოციალისტები”. დეპუტატ ფრიდონ ინჯიას განცხადებით, თუ “მოქალაქეებს” პროცესში ჩართვის სურვილი ექნებათ, ისინი მათ ერთ ადგილს დაუთმობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...