არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტის პლენარული სხდომები აღარ გაიმართება

პარლამენტი საქმიანობას აგრძელებს გამკაცრებული ღონისძიებების ფონზე, რაც შენობაში დაშვებასთან დაკავშირებით მოქმედებს, ასევე თანამშრომელთა დიდი ნაწილი კვლავ დისტანციურად მუშაობს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ხვალიდან ვიწყებთ საშემოდგომო სესიას, რომელიც იქნება შედარებით მოკლე, ვინაიდან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უკვე პლენარული სხდომები აღარ გვექნება, როგორც ეს იყო ყველა წინა საპარლამენტო ციკლის დროს, მაგრამ დარჩენილი პლენარული სხდომის დღეებში ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას, ხელშეკრულებებს და საკანონმდებლო პროექტებს განვიხილავთ, რომელზეც ჩვენ საზოგადოებისთვის პირობა გვქონდა მიცემული, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად