არასრულწლოვანთა დაწესებულების 22 პატიმრიდან კოვიდ 19-ზე ყველას პასუხი უარყოფითია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 31 დეკემბერს N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციური დაწესებულების 22 მსჯავრდებულს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი.

„მიმდინარე წლის 4 იანვარს დაგეგმილია N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის PCR ტესტირების ჩატარება და ეტაპობრივად ტესტირება ყველა პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულებს გაუკეთდებათ. შეგახსენებთ, covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მარტიდან პენიტენციური სამსახური კომპლექსურ ზომებს მიმართავს. ამ პერიოდიდან ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ შეიცვალა სისტემის მართვის მოდელი და თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები. ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ პრევენციის მიზნით, უნდა მოხდეს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის PCR ტესტების გაკეთება.

აქამდე ხდებოდა ახალდაკავებული ბრალდებულების PCR ტესტირება სპეციალურ საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება ასეთი პატიმრების ე.წ. მიმღებ ციხეებში მოთავსება. ამ პრევენციულმა ზომამ კარგად იმუშავა და პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსი არ დაფიქსირებულა (მხოლოდ საკარანტინო სივრცეში იყო რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა და ყველა ასეთმა პატიმარმა მკურნალობა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში გაიარა).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად