არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით გორში 20 წლის პირი დააკავა

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ტ.ც., სექსუალური
ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, გორში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგონას შეჰყვა. ტ.ც.-მ მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა
მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად