არასრულწლოვანი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ნიკოლოზ ქ. დააკავეს.- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, დედას – 1969 წელს დაბადებულ ნათია ს-ს ბლაგვი საგნით ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ნიკოლოზ ქ-ს უვნებლად ჩამოყვანა მოახერხეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108 მუხლი)"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ვაკეში შვილმა დედა დაჭრა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად