არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი: შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს იმიტომ მისდევდნენ, რომ ენახათ ვინ იყვნენ

შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს იმიტომ მისდევდნენ, რომ ენახათ ვინ იყვნენ, – ამის შესახებ დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“გურამ ამირხანაშვილი ჩვენებაში წერს, რომ იმიტომ გავრბოდი, მეგონა მცემდნენო, მაგრამ როდესაც ის იყო დამალული და იპოვეს თითი არავის დაუკარებია, ამ ჩვენებასაც ის იძლევა. ვერ დაგეთანხმებით, რომ ის არის პატარა ბიჭი და პირველ ჩვენებაში უფრო იტყოდა სიმართლეს. ისინი არ იყვნენ დაპირისპირებული მხარეები. როდესაც ამირხანაშვილს შეხედეს და მიხვდნენ, რომ დაპირისპირებული მხარე არ იყო, შესაბამისად მას შესთავაზეს თბილისში წაყვანა. მას იმიტომ მოუწია ჩვენების შეცვლა, რომ ის არ არის გულწრფელი. მისდევდნენ იმიტომ, რომ ენახათ, ვინ იყვნენ.

ასევე არსებობს მოწმე, რომელმაც დარეკა 112-ში. ეს არის ბრეგვაძე [ფოტოგრაფი], მოვიდა იქ საპატრულო ეკიპაჟი, რომლის მოსვლის შემდეგაც ის მივიდა ეკიპაჟთან და განუცხადა, რომ კონფლიქტია ამოწურულია და თუ შეეძლოთ, რომ წაეყვანათ თბილისში. არ ინტერესდება პოლიცია, რა მოხდა იმ კონფლიქტის დროს. არ ინტერესდება, რომ იმ ღამეს დაჭრილი ავადმყოფები შეიყვანეს დაავადმყოფოში. როცა ბრეგვაძემ ჩაისვა ბრეგვაძე და წამოიყვანა, იმ მომენტში ახვლედიანი იმალებოდა ხიდის ქვეშ. ამის მერე გამოვიდა, დარეკა, მოაკითხეს და წაიყვანეს. რომ მოეძებნათ ახვლედიანი, იქ მას ნახავდნენ, გარწმუნებთ ამაში. ამიტომ, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა ამ საქმეში”, – განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად