არასამთავრობოები და საინიციატივო ჯგუფები რივიერაზე ცათამბჯენების აშენების ნებართვას სასამართლოში გაასაჩივრებენ

ისტორიული ბათუმის დამცველი 4 არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი საინიციატივო ჯგუფი, სანაპირო ზოლში, რივიერაზე ცათამბჯენების აშენების ნებართვას სასამართლოში გაასაჩივრებენ – ამის შესახებ აქტივისტებმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფიგზე განაცხადეს, რომელიც რივიერას მიმდიბარე ტერიტორიაზე გაიმართა.

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, კომპანია “სილ ქროუდ ჯგუფი”, 5 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. ერთ-ერთ 42 სართულიან კოშკზე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, ნებართვა 24 დეკემბერს გასცა.

“მოძრაობა “დაიცავი ბათუმი”, საზოგადოება “ბათომი”, “მწვანე მომავალი”, “ახალგაზრდა მწვანეები” მწვანე ალტერნატივა, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებული ვართ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლით გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმი რივიერაზე 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა.

რივიერასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების სერია გრძელდება და ამ პროცესში ჩართულია ხელისუფლების ყველა შესაბამისი რგოლი. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფით და სავალდებულო კვლევების გარეშე შეითანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმა, უკვე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ეკონომიკის სამინისტრომ, საზოგადოება „ბათომის“ თხოვნის მიუხედავად, ფარულად, დაინტერესებული მხარეების გამორიცხვით, საზოგადოების ზურგს უკან შეითანხმა პროექტი.

ბათუმი რივიერაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს. მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს ყველა კვლევა და გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, შესაძლო შედეგზე, რასაც გამოიწვევს აღნიშნული ნებართვა, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას. ჩვენ, ჩვენის მხრივ, სამართლებრივი და სოციალური არგუმენტების დამუშავების შემდეგ, მივმართავთ სასამართლოს” – აცხადებენ, ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები.

ბათუმში, რივიერაზე ცათამბჯენების აშენების ნებართვას ორგანიზაციები სასამართლოში გაასაჩივრებენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად