არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბელარუსი ვიტალი შიშოვი, კიევის პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “უკრაინაში ბელარუსული სახლის” თავმჯდომარე ვიტალი შიშოვი, რომელიც კიევში 2 აგვისტოს გაუჩინარდა, დედაქალაქის პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის პოლიცია ავრცელებს.

შემთხვევის ადგილიდან შიშოვის მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

კიევის პოლიცია სთხოვს ყველას, ვინც შიშოვს იცნობდა, მიაწოდოს გამოძიებას ინფორმაცია მისი ცხოვრების ბოლო კვირების შესახებ.

ვიტალი შიშოვი უკრაინაში ბელარუსულ სახლს ხელმძღვანელობდა. ბელარუსული სახლი უკრაინაში ხელს უწყობს იმ ადამიანებს, რომლებიც ბელარუსიდან ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცნენ. ისინი ჩამოსულებს საცხოვრებლისა და სამსახურისა მოძიებასა და იურიდიული კონსულტაციის მიღებაში ეხმარებიან.

კომენტარები
იტვირთება...