არასამთავრობების პროტესტის მიუხედავად, ალენ დელონს ოქროს პალმის რტოს მაინც გადასცემენ

კანის კინოფესტივალი გახსნამდე მედიისა და საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. კინემატოგრაფისტების განცხადებით, ფრანგ მსახიობ ალენ დელონს “ოქროს პალმის რტო” გადაეცემა “გამოჩენილი კარიერისთვის”, რამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მსახიობს ანტისემიტიზმში, სექსისტურ და ჰომოფობიურ განცხადებებში ადანაშაულებენ.

რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნული საკითხის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა.
სპეციალური ჯილდო ფრანგული კინოს ვეტერანს, ალენ დელონს უკვე გადაეცა. საპატიო პალმის რტოს მას “კინოში გამოჩენილი კარიერისთვის” გადასცემენ, მიუხედავად ამერიკული ქალთა დაცვის ორგანიზაციისა და ჰოლივუდის მხრიდან კრიტიკისა. ისინი მსახიობის განცხადებების გამო უკმაყოფილებას გამოთქვვამენ. ისინი მსახიობის განცხადებას აკრიტიკებენ, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთთნაირსქესიანი მშობლების მიერ ბავშვების აყვანის წინააღმდეგია. ასევე ცნობილია, რომ ალენ დელონი პარტია „ეროვნულ ფრონტს“ მხარს უჭერს.
მას შემდეგ, რაც 17 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალენ დელონს დააჯილდოვებდნენ, ორგანიზაცია „ქალები და ჰოლივუდი“ დამფუძნებელმა, მელისა სილვერსტეინმა განაცხადა, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია”.
როგორც ის საკუთარ Twitter- ზე წერს, ალენ დელონმა “საჯაროდ აღიარა, რომ ქალებს სცემდა. მისი თქმით, მსახიობი რასიზმისა და ანტისემიტზმის შემცველ ეროვნულ ფრონტს შეუერთდა და განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობას ეწინააღმდეგება”. სილვერსტეინი მიიჩნევს, რომ კანის ფესტივალმა ასეთ „ამაზრზენ ფასეულობებს“ მხარი არ უნდა დაუჭიროს.
ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ალენ დელონი ლეგენდარული მსახიობი და კანის კინოფესტივალის ისტორიის ნაწილია.

“ჟან-პოლ ბელმანოს და ჟან-პიერ ლეოს შემდეგ, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი საკულტო მსახიობის დაჯილდოება, როგორიც ალენ დელონია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფესტივალზე მსახიობიდან კონკრეტული საკითხები არ განიხილებოდა.

თავად ალენ დელონს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ის სექსისტური განცხადების გაკეთებაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

ფრანგული ფემინისტური ორგანიზაცია Osez le Feminisme მიიჩნევს, რომ კანის ფესტივალი უარყოფით სიგნალს უგზავნის ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ მან ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი აღიარა.
გასულ წელს, როდესაც ალენ დელონს ჰკითხეს, ეპყრობოდა თუ არა ის ქალებს ცუდად, მსახიობმა დადებითად უპასუხა.
2015 წელს, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ “ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მათ მიერ შვილების აყვანას მხარს არ უჭერს”.

რაც შეეხება „ეროვნულ ფრონტს“, ალენ დელონმა აღიარა, რომ იგი პარტიის დამფუძნებლის, ჟან-მარი ლე პენის მეგობარი იყო, რომელსაც ომის დროს შეხვდა, სანამ ლე პენი პოლიტიკურ კარიერას დაიწყებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...