არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ, პირველი მარტისთვის 26.52 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მარტისათვის 26.52 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 45.00 მლნ ლარით, ანუ 0.17%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.44%-ით მეტი).

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 329.78 მლნ ლარით, ანუ 2.87%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.34%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 284.79 მლნ ლარით, ანუ 1.90%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.22%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.31 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.78 პროცენტული პუნქტით).

თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.98% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.61%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.18%, ხოლო ევროს წილმა 14.38% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად