არაყიშვილის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლის გამაგრებითი სამუშაოები იწყება

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, არაყიშვილის N18-ში მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები იწყება.

გამაგრდება დაზიანებული კორპუსის საფუძველი, მოწესრიგდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კედლებს. სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 156 000 ლარი გამოიყოფა.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად